გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტატო ახალგაკიშვილის გამოფენა

ნაპოვნი ისტორიები | ინტერვიუ ტატო ახალკაციშვილთან

ესაუბრება ლევან მინდიაშვილი, მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორი


ლ.მ
. ჩვენი საუბრის ამოსავალი წერტილი მაინც შენი სოკოების სერიაა, თემა კი – ძალაუფლება და არჩევანი. ამიტომ, მოდი დავიწყოთ იმით, რამაც ამ თემასა და ვიზუალთან მიგიყვანა.

ტ.ა. ყველაზე მძაფრი ემოცია ბოლოს 1946-58 წლებში გადაღებული კადრების აღმოჩენის დროს მქონდა – გაოგნებული ვუყურებდი, როგორ ფეთქდებოდა საცდელი ატომური ბომბები წყნარ ოკეანეში, ბიკინის ათოლზე. წარმოიდგინე, ეს აფეთქებები ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ამერიკელების ატომური იერიში იაპონიაში. ამას წინ უსწრებდა ფიქრი იმაზე, როგორ იყენებენ ადამიანები ერთ-ერთ მთავარ მეცნიერულ მიღწევას, ისევ ადამიანების გასანადგურებლად. თვითონ გამოსახულება – ატომური ბომბის აფეთქების მომენტი – „თრიფის“ ხილვებს ჰგავს. ისე სწრაფად ვითარდება და იცვლება, საბოლოო სახე არც აქვს, იწყება რაღაც უფორმოდან და ისევ უფორმობად იქცევა, შუალედში კი, სულ რამდენიმე წამი, საოცარი გამოსახულება აქვს. პროექტსაც ასე ჰქვია – „ჰალუცინოგენური ს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა