გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლიტერატურა
თეგები: #ინდიგო N11

ეკონომიური ლიტერატურა | პაატა შამუგია

უცნაურია, ხომ მუდმივად დროის უკმარისობას ვუჩივით, საქმიდან საქმეზე, ავტობუსიდან ტროტუარზე, გაჩერებიდან გაჩერებაზე ისე სწრაფად გადავრბივართ, საკუთარი სხეული ვეღარ გვეწევა. ასეთია ყველაფრის მოსწრების სურვილი და ვერაფრის მოსწრების რეალობა. და მაინც: ყველაზე პოპულარული სალიტერატურო ჟანრი მთელ მსოფლიოში რომანია და არა, მაგალითად, მოთხრობა, ნოველა ან ლექსი. როგორც ჩანს, ე.წ. რეალტაიმის შეგრძნება სიუჟეტსაც რეალურს ხდის, თანაგანცდას კი – უფრო მძაფრს. ზოგი რომანი ხომ მართლაც მთელი ცხოვრებისხელაა – ბროხის „მთვარეულებით“ ან ეტვუდის „ბრმა მკვლელით“ თავისუფლად შეიძლება ბიცეფსის და წინა დელტების გავარჯიშება.

მაგრამ ამ რომანის საუკუნეში, ცხადია, არსებობს „სხვა“ ლიტერატურა ან ლიტერატურები (იყოს მრავლობითში), რომლებიც ძირითადი ხაზის მიღმა „ცხოვრობენ“ – არარომანულები, არაეპიკურები, არასტანდარტულები, პატარები და მუშები.

რამდენიმე წლის წინ ტვიტერზე შეიქმნა ახალი სალიტერატურო ჟანრი – ტვიტერატურა. მაშინ ეს ამბავი ტვიტერის კონკურენტ ქსელში ოპერატიულად გავაზიარე, კოლეგებს ახალი ჟანრის დაბადებ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა