ელიტების ამბოხი - ბორის კაგარლიცკი
წიგნიდან „კლასსა და დისკურსს შორის“
თარგმანი: ირიბი მოქმედების კიბერთეატრი
თანამედროვე სოციოლოგიაში ელიტების კვლევა მასების კვლევაზე პოპულარული საქმიანობაა. მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში სწორედ პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ფლობდნენ ძალაუფლების რესურსებს და საკუთრებას საინფორმაციო ნაკადებზე, სულ უფრო დიდ როლს თამაშობდნენ პროცესებში, მის განაპირას აძევებდნენ რა სხვა საზოგადოებრივ ფენებს. თუ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ესპანელმა კონსერვატორმა ფილოსოფოსმა ხოსე ორტეგა-ი-გასეტმა „მასების ამბოხი“ დაწერა, საუკუნის ბოლოს ამერიკელი მოაზროვნე კრისტოფერ ლეში „ელიტების ამბოხზე“ ალაპარაკდა.
მასების პოლიტიკიდან გაძევება სხვადასხვა მასშტაბით, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში მოხდა – დემოკრატიული ღირებულებებისა და შესაბამისი ინსტიტუტების (კონკურენტული არჩევნები, მრავალპარტიულობა) დეკლარირებული აღიარების ფონზე. ცხადია, მასები კვლავინდებურად ჩნდებოდნენ ტელევიზორში, ადამიანები საარჩევნო ყუთებში აგდებდნენ ბიულეტენებს, დადიოდნენ დემონსტრაციებზე, ალაგ-ალაგ ბ