ფოლგის ქაღალდი ჩანთაში | თათია, სტრასბურგი
14.04.2020თათია, 32 წლის, სტრასბურგი
***
35 წლამდე იქნებოდა ის ბიჭი, ძირითადად პარფიუმერია მოჰქონდა ხოლმე ჩვენთან გასაყიდად. ოღონდ ამ დუხებს საფრანგეთში კი არ იპარავდა, შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოჰქონდა. ცოლი და პატარა ბავშვიც ჩამოიყვანა სტრასბურგში. საბუთს დიდი ხანი არ აძლევდნენ, ვერც სამსახურს იწყებდა. გამოსავლად ეს წვრილი ქურდობა ნახა. დუხებს ნახევარ ფასში ყიდდა. დაიჭირეს მერე გერმანიაში და რადგან საფრანგეთში ჰქონდა საბუთი მოთხოვნილი, საფრანგეთში დაადეპორტეს. მგონი ექვსი თვე მოიხადა. ციხეში იყო, საბუთი რომ მოუვიდა – პოზიტივი, ანუ საფრანგეთში ცხოვრების უფლება. მერე მუშაობა დაიწყო და დაანება ქურდობას თავი. დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს. იმის შვილს ეხლა თვითონ ჰყავს შვილი. სახლიც მიიღეს, ყველა მოქალაქეა.
***

ერთი ქალი იყო კიდევ ორმოცდაათ წლამდე. ამ ქალს უთქვამს, შემომყევი მაღაზიაში, მაჩვენე, რა მოგწონს და არ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი