ფსიქოდელიური კლინიკა
23.10.2018 | 7 წუთიანი საკითხავიმკვლევრები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 2021 წელს FDA-მ (საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია. აშშ.) და EMA-მ (ევროპის წამლის სააგენტო) შესაძლოა MDMA ლეგალურ სამკურნალო საშუალებად აღიარონ.
PTSD, იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. შოკი, სიბრაზე, შიში, დანაშაულის გრძნობა, ღამის კოშმარები, შფოთვა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა – ამ და სხვა სიმპტომებს ხშირად არა მხოლოდ უშუალოდ ტრავმის და მძიმე გამოცდილების მსხვერპლები განიცდიან, არამედ თვითმხილველები და ოჯახის წევრებიც. იოლი ფორმის შემთხვევაში ეს შეგრძნებები გარკვეული დროის შემდეგ ქრება, თუმცა, ხშირად, PTSD-ის გამოვლინებები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანების გონება გამუდმებით ამ განცდების ტყვეობაში რჩება და ნორმალური ცხოვრების გაელება უჭირს.
ასეთ დროს ერთადერთი იმედი ფსიქოთერაპიული კურსია, რომელიც მედიკამენტოზურ და ფსიქოლოგიურ თერაპიას მოიცავს. თუმცა, ათეული წლების გამ