გადასახლება | დავით ჯიშკარიანი
09.11.2023 | 2 წუთიანი საკითხავი1949 წელს საქართველოს ცეკაში მოვიდა დადგენილება მოსკოვიდან, რომ შავიზღვისპირეთიდან უნდა გადაესახლებინათ სომხები, ბერძნები და ყველა ის ხალხი, ვინც იყო თურქეთის ქვეშევრდომბი.
ნებისმიერი მიგრაცია ჯერ ადამიანური ტრაგედიაა და შემდეგ უნდა ავხსნათ, რომ ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია – საზღვრის უსაფრთხოება ჯერ ოსმალეთის იმპერიასთან, შემდგომში თურქეთის რესპუბლიკასთან.
პროცესი დაიწყო 1820-იან წლებში, ინერცია არ შეწყვეტილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ – 1949 და 1951 წლის დეპორტაციები საქართველოდან შეგვიძლია მივიჩნიოთ საზღვრის ჰომოგენიზაციისა და იმპერიის ხედვით უსაფრთხოების პოლიტიკის დასასრულად.
- ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი