რიცხვები, ომი, მანიპულაცია | დავით ჯიშკარიანი
11.10.2023 | 5 წუთიანი საკითხავიარ არსებობს ისტორიაში ომი, რომელშიც მონაწილეთა და დაღუპულთა ზუსტი, აბსოლუტური, ასპროცენტიანი რაოდენობა არის ცნობილი. მაგრამ ხშირად სხვადასხვა ომი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმიტომ, რომ ამ ომის შესახებ იქმნება ნარატივი და ამ ნარატივის კონტროლი მნიშვნელოვანი ხდება ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის, პიროვნებისთვის ან სოციალური ჯგუფებისთვის.
მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ გადმოკვეთასაბჭოთა კავშირის საზღვარი, რასაც საბჭოთა კავშირიუწოდებდა დიდი სამამულო ომის დასაწყისს,ამ თარიღიდან ოთხ თვეში იოსებ სტალინმა კრემლშიმიღებაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობაუკვე 350 000-ს აჭარბებდა.
დაღუპულთა რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგში სახელმწიფომ აჩვენოს,თუ როგორ ებრძოდა ის გმირულად მოწინააღმდეგეს.ამიტომ, როგორც წესი, სახელმწიფოები ცდილობენ,მათი დანაკარგი შეამცირონ, მოწინააღმდეგის დანაკარგი კი ძალიან გაზარდონ. 1946 წელს უინსტონ ჩერჩილმა თავისი ცნობილი სიტყვაფულტონში წარმოსთქვა. ამის შემდეგ სტალინმა გაბრაზებულმა უპასუხა, რომ შვიდი მილიონი ადამიანი დაკარგა ომში დაეს გაცილებით მეტი იყო,ვიდრე ალიანსში შემავალი სახელმწიფოების მსხვერპლი. მანიპულაციას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. არქივები ომის დროს ხშირად იწვება. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი თეატრების მსვლელობისას ხშირად საარქივო ეშელონები მოხვდა არტილერიული ცეცხლის ქვეშ, საარქივო დოკუმენტები განადგურდა.
ხშირად ჯარიკაცები, რომლებიც ალყაში მოყვებოდნენ, მათ შესახებ ინფორმაცია ასევე არ არსებობდა. დაღუპულთა კიდევ ერთი რაოდენობა უკვე ნიკიტა ხრუშოვმა ახსენა, როდესაც მან შვედეთის პრემიერ-მინისტრისათვის მიწერილ წერილში ახსენა, რომ დაღუპულთა რაოდენობა იყო ოცი მილიონი. 70-იან და 80-იან წლებში ეს რაოდენობა კიდევ გაიზარდადა გახდა ოცდაშვიდი მილიონი.
ყველაზე დიდი დისკუსიები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა შესახებ უკავშირდება “პერესტროიკის” ხანას და იმ პერიოდს, როდესაც “პერესტროიკაში” ისტორიკოსებმა დაიწყეს არქივებში შესვლადა ახალი ცნობების საშუალებით რაოდენობის დადგენა. ისტორიკოსების ეს რაოდენობა არასდროს ყოფილა ზუსტი იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, არქივთა ნაწილი ან განადგურდა, ან სახელმწიფო მუდმივად ცდილობდა, ბოლომდე გაეკონტროლებინა და მცირე რაოდენობა ეჩვენებინა ომის დროს დაღუპულთა.
თუ რაოდენობა არის დიდი და მსხვერპლი მტრისა არის უფრო ცოტა, გამოდის, მტრის ოპერაციები სადღაც უფრო წარმატებულად მიიჩნიოს საზოგადოებამ.
სახელმწიფო ცდილობდა, რომ მუდმივად ეს რიცხვი ეკონტროლებინა. დაღუპულთა რაოდენობაში მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი დეტალი იქნას გარკვეული. ვის მიიჩნევს საბჭოთა კავშირი ომში მონაწილეებად. არ ითვლებოდა საბჭოთა კავშირის დანაკარგები ფინეთის ომში, იაპონიის ფრონტზე ან 1939 წლიდან 1941 წლამდე. არ ითვლიდნენ, მაგალითად, ქალაქის დაბომბვის შემდეგ გარდაცვლილი მოსახლეობის ან ომის შედეგების შედეგად დაღუპული ადამიანები. საბჭოთა კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არ ითვლიდა საკუთარ მსხვერპლად იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ნაცისტურ მხარეს გადავიდნენ და ომის პერიოდში დაიღუპნენ.
მეორე მსოფლიო ომის რიცხვები და მათი მანიპულაციებიც დაუდგენელი დისკუსიაა და სანამ ეს თემა იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, მანამდე ამ რიცხვებს დადგენა არ უწერიათ.
ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი