"გაქცევის დღიურები"
27.02.2020 | 7 წუთიანი საკითხავი„ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ახლაც მახრჩობს ცრემლები... სინანული – რათ მარგუნა ბედმა გადმოხვეწილება უცხო მხარეში და მომაკლო მშობლიური ალერსი – სითბო – სიყვარული...“
ამ სიტყვებით იწყებს თავისი ცხოვრების მოყოლას ემიგრანტი ქალი, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.
„ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“ 1950-60-იან წლებში, ბერლინში დაიწერა და დღემდე ბერლინში, წულუკიძეების საოჯახო არქივშია. ჩანაწერებს ჯერ ქრისტინეს შვილი, გოგი და შემდეგ შვილიშვილი, თენგიზი საგულდაგულოდ ინახავდნენ. იქვე აღმოჩნდა ქრისტინეს ძმის, იონა თოდუას დღიური და ქრისტინეს ქმრის, მიხეილ წულუკიძის ლიტერატურული, კრიტიკული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის ჩანაწერები. წულუკიძეები ბერლინში 1922 წლის იანვარში ჩავიდნენ, თუმცა მანამდე, თითქმის ერთი წელი, 1921 წლის მარტიდან გზაში გაატარეს.
„ბელაგორთ მიდის ბრძოლა? მაშასადამე, სურამის უღელტეხილი გადმოლახეს. იმედები აღარ არის. სამტრედიას მოკლე ხანში საფრთხე მოელის. მიშასაც გადაუწყვეტია