გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელში | ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, რომელიც გამოთქვამს კრიტიკულ პოზიციას, მას უბრალოდ აღარ ავალებენ საქმეს - ფუნქციას უკარგავენ.“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში იქცევს ხალხის ყურადღებას; როცა საზოგადოების ყურადღება შენელებულია, მავანი სწორედ მაშინ ატარებს საკუთარ ინტერესებს.“

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი.

...

4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ 18:00-საათიან გამოშვებას აღარ წაიყვანს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური პოზიციით, „გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე” იგი „მოამბის“ წამყვანი აღარ იქნება.

3 თებერვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს შორი იყო შელაპარაკება. ჟურნალისტმა მაღლაფერიძეს ცილისწამებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ არასდროს მიუყენებია მისთვის შეურაცხყოფა.

გასული წლის 1-ელ დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პროევროპული აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ; მათ მხარი დაუჭირა არხის წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. „არხის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში”, - განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული პროევროპული პროტესტის პარალელურად, საპროტესტო აქციები იმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც - აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, პირველმა არხმა ობიექტურად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები, მეტი საეთერო დრო დაეთმოთ პროტესტის მონაწილეებს, ღიად და თავისუფლად ისმოდეს საზოგადოების ხმა.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ხალხს, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ გენერალური დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ვასილ მაღლაფერიძე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა