გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სათამაშო ბავშვებისთვის

გაზიარების ბედნიერება

ტაფა თუჯის უნდა იყოს ‒ ეს აუცილებელი პირობაა. დანარჩენი ყველაფერი თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, ერთობლივი პროდუქტის წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

საშინაო დავალება ყველამ შევასრულეთ: ნაყიდია ღია ფერის თაფლი, ნიგოზი წვრილადაა დაჭრილი და გასუფთავებული. მე, დედა და დიდედა სამზარეულოში გოზინაყს ვაკეთებთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამი თაობის ქალი 8 კვადრატულ მეტრ სივრცეში რამდენიმე საათი ერთად ვართ. მაშინ არჩევანი რომ მქონოდა, სიამოვნებით გავექცეოდი ამ რიტუალს და თავს მეგობრებს შევაფარებდი, ახლა კი ის დრო მენატრება, ის ჯადოსნური მომენტი, როდესაც დიდედა ცხელ თაფლს ცივ წყალში აწვეთებს და წვეთი კენჭივით ვარდება ჭიქის ფსკერზე – მზადაა!

მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულ ახალ წელს ბუნების ციკლურ განახლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაინც ერთ-ერთი განსაკუთრებული დღეა წელიწადში. ამ დღეს მზად ვართ, ყველას ყველაფერი გავუყოთ, მომავალს იმედიანად შევცქერით და გვჯერა, რომ მომავალი წელი სხვანაირი იქნება, უკეთესი, ვიდრე წინა. მოგონებაში ამოტივტივებუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა