გიო შენგელიას მისტერიები
კლუბში, "მტკვარზე" helloween-ისთვის შუაღამეს იკრიბებიან.
ელფები, ჯადოქრები და ფერიები ირევიან. გიო პატარა ოთახის
შუაგულში დგას, პიჟამა აცვია.
‒ შენ ვინ ხარ, "გიო შენგელია ორშაბათს"?
‒ რაა?
‒ რა კოსტიუმი გაცვია ‒ "გიო შენგელია ორშაბათს"?
‒ აა, ჰო. სახლში ვარ, რა.
ინდიგო: რა იცვლება შენს ცხოვრებაში ორშაბათიდან პარასკევამდე?
გიო: ორშაბათს – ძილი. დანარჩენ დღეებში 24 საათი მუსიკის მოსმენა. მანქანაში საერთოდ არ ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას, სულ რომ ვუსმინო, გავგიჟდები. Queen-is, Coldplay-ს და სხვების ალბომები მაქვს, კაილი მინოუგიც კი, ესეც მუშაობაა ჩემთვის რაღაც თვალსაზრისით. “VodkastRecords”-ში დავდივარ თითქმის ყოველდღე. იქ რაღაცნაირი აურაა, მეგობრები, ვისაც მუსიკა აინტერესებთ. ყოველდღე 5-7 საათი მუსიკას ვეძებ, ან დილით ვუსმენ, ან გვიან ღამით. შუადღისას ჩემს საქმეებს ვაგვარებ, ვბოდიალობ, ცოტა ყური რომ დავასვენო.
ინდიგო: როგორია ღამის ქალაქი?
გიო: ბევრად