
გლდანის არქიტექტურული კოლონია
28.04.2021აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები, მარკეტები, სავაჭრო მოლები, საჯარო სკოლები და ბაღები, აფთიაქები, ვალუტის გადაცვლის ჯიხურები , ბანკები, ექსპრეს-ბანკები, ჯიხურებში მოწყობილი სამკერვალოები, გარაჟებში გახსნილი სასურსათოები, ნეონებით განათებული კაზინოები და დაბურული მინებით ტოტალიზატორები - ესაა ის ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელსაც გლდანის დასაწყისში, რაიონის ცენტრში ვხვდებით - იქ, სადაც ამოდის მეტრო - ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი, რომელიც გარეუბანს დანარჩენ თბილისთან აკავშირებს.