ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგო იწვევს სტუდენტებს ვორქშოპზე „მეხსიერების გაცოცხლება"

26 სექტემბერს ინდიგო მართავს ვორქშოპს „მეხსიერების გაცოცხლება“, რომელიც ნაწილია პროექტისა ქართულ-ოსურ კონფლიქტის შესახებ.  პროექტის ფარგლებში ავტორები და მკვლევრები შიფრავენ ისტორიულ დოკუმენტებს, აგროვებენ ზეპირ ისტორიებს და თავს უყრიან ადამიანების გამოცდილებას - სწავლობენ მეხსიერებას და ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებებს იკვლევენ.  

შეხვედრის მონაწილეები კონფლიქტის მიმდინარეობას პროცესებში ჩართული ოთხი მხარის პერსპექტივიდან დააკვირდებიან და მონაწილეთა მოტივებზე იმსჯელებენ, მათი გადაწყვეტილებების ერთმანეთთან მიმართებას შეისწავლიან და ამ გადაწყვეტილებების  შედეგებს გაანალიზებენ. სახელოსნოს მონაწილეები დაამუშავებენ ისტორიულ დოკუმენტებს,  მოვლენათა  მთელ ფაქტობრივ ქრონიკას, ხოლო კონფლიქტის ხელშესახებ, რეალურ შედეგებს ადამიანების ისტორიების გააზრებით შეძლებენ.  

შეხვედრას გაუძღვება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ვორქშოპში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს მეტი ინფორმაციის მიღება ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ.

მონაწილეობისთვის შეავსეთ აპლიკაცია 2021 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ვორქშოპი იმართება შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "მეხსიერების გაცოცხლება"