გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინტერვიუ დიმიტრი მამულიასთან

კავკასიის ახალი კინოს სკოლა მიღებას აცხადებს, ეს  პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც მთლიანად  კინოზე იქნება ორიენტირებული.   

“ინდიგო” კინოსკოლის დამფუძნებელს და სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორსა და სცენარისტს დიმიტრი მამულიას ესაუბრა.

თქვენ მოსკოვშიც ხელმძღვანელობთ მსგავს სკოლას,როგორ გაჩნდა კინოსკოლის დაარსების იდეა თბილისში?   

თბილისშიც და მოსკოვშიც სკოლის გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარგად გავაცნობიერეთ კინოს სფეროში არსებული პრობლემები და ცვლილებების საჭიროება. კინო - არ არის უბრალოდ შინაგანი ვზიაულიზაციის ნაყოფი, ეს ამავე დროს არის რაღაც ინსტრუმენტებით სარგებლობა. ეს ინსტრუმენტები კი ყოველი 10-20 წლის განმავლობაში  იცვლება. საქართველოში დღეს არსებული ყველა სკოლა სარგებლობს საკმაოდ მოძველებული ნიშანთა სისტემით, რაც განვითარების ნაცვლად, აფერხებს კინოს. ჩვენ გვინდა სწავლების სრულიად ახალი სისტემა დავნერგოთ, რომელიც თანამედროვე სამყაროს აუწყობს ფეხს.  მოსკოვში ეს სკოლა უკვე 3 წელია არსებობს და მისი წარმატებიდან გამომდინარე იმედი გვაქვს ეს მოდელი საქართველოშოიც კარგად იმუშავებს. დასაწყისში რუსული კინოს ინდუსტრია საკმაოდ მტრულად შეგხვდა, რადგან ძალიან თამამ რამეებს ვაკეთებდით, თუმცა, ამ წელების მანძილზე ჩვენმა სტუდენტებმა ისეთი ფესტივალები აითვისეს და იმდენი პრიზი მიიღეს, იძულებულები გახდნენ, რომ  ვეღიარებინეთ. ასეთი შედეგი  20 წლის განმავლობაშიც კი არ ჰქონიათ ძველ ინსტიტუციებს.

მაინც რა იქნება ამ სკოლაში ახალი და განსაკუთრებული,რა მიმართულებით აპირებთ ინოვაციების დანერგვას?

დღევანდელი რეჟისორები ხშირად სარგებლობენ ძველი, მკვდარი თხრობის ხერხებით, რომელიც უკვე ტვირთადაა ქცეული და აფერხებს  სისოცხლისუნარიანი ხასიათების და სახეების შექმნას. სწორედ ამ თხრობის ხერხებზე და კინოენაზე გვექნება აქცენტი სკოლაში. რა თქმა უნდა, გადაღებას და მონტაჟსაც ვასწავლით, მაგრამ მთავარი მაინც გამოხატვის ფორმები იქნება და არა ხელობა. ეს იქნება ერთგვარი ლაბორატრია, სადაც ახალი ენის ძიება მოხდება. ქართულ კინოს ჰქონდა ეს ინოვაციები 1910-20 იან წლებში, 60- იან წლებში, ახლა ისევ გვჭირდება გამომცოცხლება.  

რა თქმა უნდა, გადაღებას და მონტაჟსაც ვასწავლით, მაგრამ მთავარი მაინც გამოხატვის ფორმები იქნება და არა ხელობა. ეს იქნება ერთგვარი ლაბორატრია, სადაც ახალი ენის ძიება მოხდება.

კინოსკოლის საიტზე გიწერიათ, რომ ასწავლით „ხედვას“. რას გულისხმობს უფრო ზუსტად ეს და როგორ შეიძლება ხედვის სწავლება?

მარტივად გიპასუხებთ ამაზე - ჩვენ ვასწავლით რეალობის დანახვას. რა გასნაზღვრავს ხედვას? რეალობა და ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არავითარი ადამიანთა ჯგუფი, არანაირი ზეციური კომისია არ ზის და არ  განსაზღვრავს რა არის სწორი და რა არა. პედაგოგები სტუდეტებთან ერთად ლაბორატორიული  მუშაობის პროცესში შეეცდებიან ეძებონ ის ახალი წერტილები, საიდიანაც შეიძლება შეხედონ რეალობას.  რეალობა კი უკვე თვითონ გთავაზობს ინსტრუმენტებს. არსებობს უამრავი ნიშა, რომელიც არ არის ათვისებული ქართულ კინოში. რატომღაც ყველა, ვინც ამ სფეროში მოდის, ძირითადად ერთსა და იმავე თემებს უტრიალებს, ეხება რეალობის ერთ ნაწილს, რომელიც საერთო სურათის ალბათ მეათედს შეადგენს. ჩვენ შევეცდებით თვალსაწიერის გაფართოებაში დავეხმაროთ სტუდენტებს.

კინოსკოლის ფუნქციოირებისთვის  ტექნიკური ბაზაა საჭირო, რა მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს სკოლაში?

ჩვენ ამას ვაკეთებთ კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაზაზე, ამ ეტაპზე ტექნიკის ნაწილი უკვე გვაქვს და ეს ბაზა ნელ-ნელა  შეივსება. წელს არ ვაკეთებთ საოპერატორო ფაკლუტეტს, რომელსაც გაცილებით დიდი რესურსი სჭირდება. ამიტომ,  ის რაც გვაქვს, ჯერჯერობით საკმარისი იქნება.

კარგი სცენარი და გამართული დრამატურგია თანამედროვე ქართულ კინოში მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი და გამოცდილება, რომ კარგი დრამტურგები გაზარდოთ?

ჩვენი დრამატურგიის ლექტორები ისეთი სცენარისტები არიან,როგორიცაა კოტე ჯანდიერი, ლაშა ბუღაძე და სხვები.  ამავე დროს გვეყოლება მოწვეული ლექტორებიც სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება ამ სფეროს გამოწვევებს, ეს არა მარტო საქართველოში, თითქმის ყველგან პრობლემაა. თანამედროვე კინოში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე არსებობდა ასეთი ტრიადა: რეჟისორი სცენარისტი და მსახიობი. დრამატურგი წერდა სცენარს, რეჟისორი დგამდა მას და მსახიობი ასრულებდა. დღეს ეს აღარ არსებობს, რადგან ძველი კინოს ინსტრუმენტები და ნიშნები მოირღვა და შესაბამისად, ეს ტრიადაც დაიშალა. ტრადიციული სცენარისტი ახლა რეჟისორის მტერია, იმიტომ რომ სცენარი, რომელსაც ის აგებს დრამატრუგიის კანონების მიხედვით, რეჟისორს ერთგვარ საკანში ათავსებს და აქედან გამოსვლა ბევრად უფრო რთულია,  ვიდრე ფილმის ნულიდან აშენება. ჩვენი მიდგომაა, რომ სცენაირსტმა კარგად უნდა იცოდეს თანამედროვე რეჟისურის ენა და თავს არ მოახვიოს რეჟისორს იმ დრამტურგიული ხერხებით თხრობა,რომელიც არ იმუშავებს მის კინოში. უნდა მოხდეს დრამატურგიისა და პლასტიკის ჰარმონიული შერწყმა, რაც დღევანდელ კინოში ცოტა რთულია. თუ 60 -იან წლებში დრამატურგია და პლასტიკა მეგობრობდნენ, 2000- იანი წლების მიჯნაზე ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვფიქრობ, გამოცდილ და ნიჭიერ დრამატურგებთან თანამშრომლობით ნელ-ნელა მაინც მოვახერხებთ ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას.

თანამედროვე კინოში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე არსებობდა ასეთი ტრიადა: რეჟისორი სცენარისტი და მსახიობი. დრამატურგი წერდა სცენარს, რეჟისორი დგამდა მას და მსახიობი ასრულებდა. დღეს ეს აღარ არსებობს, რადგან ძველი კინოს ინსტრუმენტები და ნიშნები მოირღვა და შესაბამისად, ეს ტრიადაც დაიშალა.

აღნიშნეთ, რომ მოწევული ლექტორებიც გეყოლებათ. თუ არის გადაწყვეტილი, კონკრეტულად ვის ჩამოყვანას აპირებთ უახლოეს მომავალში და რა სიხშირით ითანამშრომლებს კინოსკოლა უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებთან?

ყოველ სემესტრში გვეყოლება ერთი ან მეტი უცხოელი ლექტორი. ამ ეტაპზე რაც ვიცით ისაა,რომ პირველივე სემესტრში გვეყოლება ფრედ კელემენი. ეს არის უნიკალური ადმიანი - რეჟისორი და გენიალური ოპერატორი. ის მუშაობდა ბელა ტარის ფილმებზე - „ტურინის ცხენი“ და „ადამიანი ლონდონიდან“. ასევე თანხმობა გვაქვს ძალიან კარგი რუსი რეჟისორისგან, არტურ არისტაკისიანისგან. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კრისტიან მუნჯიუსთან და კლერ დენისთან. ასევე ვთანამშრომლობთ საფრანგეთის, გერმანიის, პრაღის და სხვა ქვეყნების კინოსკოლებთან და სამომავლოდ მათთან  ერთად ბევრი საინტერესო პროექტი დაიგეგმება.

რამდენ სტუდენტს მიიღებთ წელს და როგორი იქნება სალექციო კურსები?

წელს ორივე ფაკულტეტზე დაახლოებით 40 სტუდენტის მიღებას შევძლებთ. სარეჟისორო ფაკულტეტს უხელმძღავნელებს დიტო ცინცაძე. დრამატურგიას - კოტე ჯანდიერი. გარდა უშუალოდ რეჟისურისა და დრამატურგიისა, სტუდენტები ისწავლიან კინოსთან ახლო მდგომ და მომიჯნავე დისციპლინებსაც - მუსიკას, დიზაინს, მხატვრობას, ფილოსოფიას და ა.შ, ყვეალფერი,რაც შეიძლება რეჟისორს და სცენარისტს ფილმის კეთებისას გამოადგეს.

ვის შეეძლება აქ ჩაბარება, რა გამცოდიელება უნდა ჰქოდნეს ადამიანს, რომელსაც კინოსკოლაში უნდა მოხვედრა?

ჩვენ ვეძახით ყველას,  ნებისმიერი გამოცდილებით, მთავარია ბაკალავრი იყოს. სხვა მხრივ ყველანაირი სფეროდან მოსულ, მოტივირებულ სტუდენტს მივიღებთ. გადაღება და ტექნიკური დეტალები სწრაფად ისწავლება და სხვა კურსები მაინც ყველასთვის ახალი იქნება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა