ჭიშკარი მშვიდობის კედელზე | ქეთი მურუსიძე, ნათია ჭანკვეტაძე
17.02.2022 | 7 წუთიანი საკითხავი„ყოველდღიური მშვიდობა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში“ ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მკვლევრები ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორებს სამხრეთ კავკასიის კონტექსტში პირველად სწავლობენ. რა არის ყოველდღიური მშვიდობა ახალგორში, გალში, გორში, ზუგდიდში, თბილისში, სოხუმსა თუ ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის - მკვლევრები და თანაავტორები ინტერვიუებში პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობენ.
ინტერვიუ პროექტის თანაავტორთან, ქეთი მურუსიძესთან
პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ვცადე ყოველდღიური მშვიდობის მეთოდოლოგიით ადგილობრივ გარემოზე დაკვირვება. „დიდი პარასკევის შეთანხმება“ და ჩრდილოეთი ირლანდია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მაგალითად მიიჩნევა ხოლმე. ჩემს თვალწინ გაცოცხლდა ისტორია: ბელფასტში დღემდე არსებობს მშვიდობის კედელი და მისი ჭიშკარი დღესაც იკეტება – ის პროტესტანტულ და კათოლიკურ საზოგადოებებს ერთმანეთისგან მიჯნავს. ქალაქში პროტესტანტებსა და კათოლიკეებს ერთმანეთისგან ჰყოფს არა მხოლოდ ხილული, არამედ უხილავი კედელიც. სამმეტრიანი მიწისქვეშ მოქც
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი