ინტერვიუ შვეიცარიელ პოეტთან ვანი ბიანკონისთან
მე ვარ მთლიანი ლარნაკი, რომელიც ხარობს ლექსებში
თქვენ ხართ წარმოშობით იტალიელი, მაგრამ დაიბადეთ და გაიზარდეთ შვეიცარიაში, ამჟამად კი ცხოვრობთ ლონდონში. როგორ ათავსებთ თქვენს თავში ასე განსხვავებულ კულტურებს, როგორ აგვარებთ კულტურათა კონფლიქტს თქვენს თავში ან, პირიქით, როგორ იყენებთ ამ კონფლიქტს თქვენ სასარგებლოდ?
მიხარია, რომ კითხვაში არ გამოიყენეთ სიტყვა „იდენტობა“, რომელიც ისევე მაცდური და მოუხელთებელია, რამდენადაც ფართოდ გავრცელებული. „იდენტობა“ ხომ საკუთარ თავთან გაიგივებას გულისხმობს, ანუ სტატიკურ მდგომარეობას, რომელსაც ცოტა რამ აქვს საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. მეორე მხრივ, ეს ტერმინი შეიძლება აღნიშნავდეს ქცევის ტიპებს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ; ცნობიერების კოდექსს, რომელიც უნდა გავიზიაროთ, რათა ცალკეულ პიროვნებათა გარკვეული რაოდენობა უფრო ერთგვაროვან ჯგუფად ჩამოყალიბდეს.
კულტურათა კომბინაცია იძლევა მოძრაობის, ცვალებ