ირფან საიდ აშრაფის დილემა
29.03.2018რის ფასად ქმნის მედია გმირებს? პაკისტანელი ჟურნალისტი მალალას აღმოჩენის ისტორიას იხსენებს.
ირფან საიდ აშრაფი 40 წლის პაკისტანელი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი 2009 წელს გაითქვა, დოკუმენტური ფილმით "სვატის ველზე კლასი გათავისუფლებულია". სვატის ველი მას შემდეგ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2007 წლიდან რეგიონის დიდი ნაწილი თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცა. ფილმის გმირი 10 წლის მალალა იუსაფზაია - პაკისტანელი სკოლის მოსწავლე, რომელიც გოგონების განათლებისთვის იბრძვის. ირფანი დღეს სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომს ამზადებს თემაზე - "ფიქსერი" ჟურნალისტები კონფლიქტის ზონაში. ხარისხის მოპოვების შემდეგ ის პაკისტანში დაბრუნდება და პეშავარის უნივერსიტეტში კონფლიქტის გაშუქებას ასწავლის.
საიდ აშრაფი ოთხი თუ ხუთი წლის იყო, პირველი მკვლელობა რომ ნახა. კაცს, ვისაც კალთაში ეჯდა, შუბლში ტყვია დაახალეს.
მკვლელობა პირად უთანხმოებას მოჰყვა, თუმცა, ირფანი ამბობს, რომ ეს სისასტიკე რეგიონში გამეფებული ქაოსის შე