გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბექა კუნდალინი

ის, ვინც.... | ბექა კუნდალინი

ბექა კუნდალინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი და საინტერესო მოსაუბრეა, ვისაც ვიცნობ. პირველად, როგორც მუსიკოსი, ჯგუფ "შარქათაქში" გამოჩნდა, 2014 წლიდან კი ელექტრონული მუსიკალური ექსპერიმენტები დამოუკიდებლად დაიწყო. მახსოვს მისი რამდენიმე ლაივი და ტრეკები, რომლებიც ჩემს პირად ფლეილისტშიც მოხვდა. მათ შორის იყო სიმღერა "ის, ვინც" და სრულიად ახალი ტრეკი "მიენდე".

რამდენიმე თვის წინ კი ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილ წევრთან, დავით გოგოლაძესთან ერთად ახალი ტრეკი გამოსცა. მითხრა, რომ ბოლო დროს ისევ დაუბრუნდა გიტარას და შეიძლება გარკვეული დროით ისევ ინსტრუმენტული მუსიკისკენ წავიდეს.

მიაჩნია, რომ არტისტისთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. მის გამოჩენას მსმენელი (მათ შორის, მეც) ყოველთვის ინტერესით ელოდება. მის მუსიკას ყოველთვის შეუძლია აგაცეკვოს, გულწრფელი ტექსტები კი ყოველთვის დაგაფიქრებს.

ინდიგო: წლების წინ, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პატარა უკრაინულ ბარში მახსოვს შენი პირველი ლაივი ელექტრონულ მუსიკაში. ახლა რომ იხსენებ, როგორი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა