გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ირაკლი ჩარკვიანი
თეგები: #ინდიგო N15

ისევ კულტურა და ახალი ღმერთები

დეკემბერი ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის შესახებ წინააღმდეგობრივი საუბრებით დაიწყო. თვითონ ირაკლი ჩარკვიანისთვის ძეგლების კულტურა იმ ფართო გაგებით კულტურასთან ასოცირდებოდა, რომელსაც ებრძოდა და ანგრევდა თავსა და სხვაში, მაგრამ ირაკლის მსმენელს მაინც უხაროდა ძეგლი, ახალი მონუმენტი, რომელიც მას ეძღვნებოდა. ამაში უცნაური და ახალი არც არაფერია.

ადამიანები ხშირად ქმნიან კულტს მათგან, ვინც კულტების იდეას ანგრევს. ხანდახან ყველა ვემსგავსებით იმას, ან ვიქცევით იმად, რასაც უარვყოფთ. თუმცა ამ შემთხვევაში თავად ჩარკვიანს ეს არ გაუკეთებია, მისმა თაყვანისმცემლებმა აქციეს ძეგლად.

უცნაური არც ის იყო, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნული ძეგლი ჩარკვიანის იდეოლოგიასთან შესაბამისობაში კი არ განიხილა, არამედ მეფე უარყო. თქვეს, რომ არ იმსახურებდა. თქვეს, რომ გმირი სულაც არ იყო. თქვეს, რომ ცუდი ბიჭი იყო. თაყვანისმცემლები გაბრაზდნენ. მაგრამ ეს რეაქციაც ხომ ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე – მომხრეების? ირაკლი ჩარკვიანი ხომ ის იყო, ვინც ყოველ გამოსვლაში, დისკუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა