გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ისპანიური ავადმყოფობა სოფლად

„კლდე“, N12, 1918 წ.

ხალხს მოედო ახალი სენი „ისპანიურ სენათ“ წოდებული და მუსრს ავლებს. ეს სენი ციების სახით ჰკიდებს ხელს და შემდეგ მოუვლელობის გამო სახადათ თუ ფილტვების ანთებათ იქცა და ბევრ მსხვერპლს იწირავს. ამ სენმა ქალაქებში დაიბუდა პირველად და იშვიათი იყო ისეთი ოჯახი, სადაც ოთხი თუ ხუთი ავადმყოფი არ წოლილიყო, ხშირად კი მთელი ოჯახიც და იქამდი მიაღწია, რომ მომვლელს ვეღარ შოულობდნენ. ეს ხდებოდა ქალაქად, სადაც არის საშუვალება ექიმებით და წამლების სიახლოვით ისარგებლოს ადამიანმა. მაგრამ წარმოიდგინეთ რა უბედურება ტრიალდება სოფლად. ქალაქებიდან ეს სენი ჩქარა მოედო სოფელებს და დაიწყო ონავრობა. იქ ექიმთა უყოლლობით, წამლების ძნელ მიწვდიმით სენმა შედარებით უარესი სახე მიიღო.

ნურავის ეგონება, რომ ამდენი მსხვერპლი, რასაც ეს სენი იწირავს, მარტო სენის სირთულესა და სიმკაცრეზე იყოს დამოკიდებული. არა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ეძლევა ავადმყოფის მოვლას, რაც სრულებით აკლია ჩვენს სოფლებს. საჭიროება მოითხოვდა მთავრობას ყურადღება მიექცია ამ გარემოებისთვის და რადგან ადგილობრივი ექიმები თავისი კეთილი სურვილით არ ეწევიან დახმარებას სოფლებს,  ებრძანებია მათთვის,ვინც ამაში ვალდებულია: ფიცხელი ზომები მიიღონ სანამ ჯერ კიდევ არ დაგვიანებულა და სენს ჩვენი სოფლები არ გაუპარტახებია.

ეს ზომები იმაში უნდა გამოიხატოს, რომ  სოფლად ყოველ საზოგადოებაში წაიკითხონ ხალხის გასაგებ ენაზე  მოხსენებები ამ სენის შესახებ, შეაგონონ ხალხი, რომ ეს ჭირი არ არის, არამედ უბრალო სენია, რომელიც საჭიროებს მოვლას, რის შემდეგაც ავადმყოფი აიცდენს პრიმიტიულ ტკივილსაც კი. თუ ასეთი განმარტება სოფლებს არ მიეცა, ყველა დარწმუნებული იყოს, რომ ახლო მომავალში ქალაქი სრულიად მოსწყდება სოფელს, გვარი – გვარს და მეზობელი – მეზობელს და ამნაირად ცოდვა დატრიალდება საქართველის ბევრ მხარეებში.

„ისპანიური“ ავადმყოფობისგან თავის დაცვა
(დარიგებანი) 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა