ჯონ აპდაიკი (+18)
სტილი ლათინური სიტყვაა და წამახულ ჯოხს ნიშნავს, რომლითაც ფირფიტაზე ტექსტებს კაწრავდნენ. დღეისათვის სტილი – არის სიტყვა, რომელსაც გარდაუვლად იყენებენ ჯონ აპდაიკის შემოქმედებაზე საუბრისას. „მუტლები“ 1974 წელს შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, თუმცა ახალგაზრდებში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა მისი ხელნაწერები. ხუმრობაც გაჩნდა: ვის აქვს ყველაზე ცნობილი მუტელი? ჯონ აპდაიკს. სტილი მუშაობდა. რა თქმა უნდა, „ცუდი სიტყვების“ წინააღმდეგ მებრძოლი მორალის გუშაგები ამერიკაშიც იყვნენ და ავტორმა თავს მათი რისხვაც დაიტეხა, მაგრამ ასეთ ბრძოლაში ცენზორები ყოველთვის მარცხდებიან. კარგ მკითხველს კი აღშფოთება არ მოუწევს, რადგან კარგმა მკითხველმა იცის, რომ ტექსტის გაგება მისგან შინაარსის გამოცალკევებას არ ნიშნავს, ამას ჩვენი ყვითელი პრესაც კი ართმევს თავს. ტექსტის გაგება ნიშნავს, მამარდაშვილივით რომ ვთქვა, „როცა აღადგენ აზრის ცოცხალ მხარეს, რომლის გამოც ტექსტი იქმნებოდა“. აპდაიკის „მუტლები“ დახვეწილი ელეგიაა, რომელიც სექსუალობის შესახებ არსებულ კონსენსუსის მითს არღვევს, გენიტალიების ენაში გამოყენების