გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კურკუმა
თეგები: #კვება

კურკუმა

ზოგჯერ არავის გვრჩება დრო, ჩავუღრმავდეთ თემებს, რაც ჩვენი კარგად ყოფნის, კარგი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარი შეიძლება იყოს და მხოლოდ მექანიკურად, ნაჩქარევად ვიღებთ გადაწყვეტილებებს:

ვარჯიში კარგია? სწრაფად, დავიწყეთ.

1 ჭიქა წყალი სადილამდე? კარგი, დავლევ.

ძილის წინ თაფლიანი წყალი კარგად აძინებს? მაგასაც დავლევ.

მაგრამ მერე უცებ გამოხტება საქმე და ეს რიტუალებიც, სასარგებლო რომ გვეგონა, უცებ კარგავს პრიორიტეტულობას, ამის მიზეზი კი ისაა, რომ დროს ვერ ვიტოვებთ, ჩავეძიოთ და მეტი გავიგოთ, თუ მაინც რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ქცევას, წესს, ინგრედიენტს - ეს რომ გაცნობიერებული გვქონდეს, .

ყოველდღიური რიტუალები ბლოგია ამ ჩვენი ქცევების, წესების, ინგრედიენტების და რეცეპტების შესახებ, სადაც ყოველთვის დაისმება კითხვა: რატომ არის სასარგებლო ეს ყველაფერი და პასუხებსაც მოკლედ, მარტივად, თანაც საჭირო საგანმანათლებლო რესურსებზე მითითებებით მივიღებთ.

 

კურკუმა

კურკუმა ფორთოხლისფერი, ხეშხეშა ფესვია და ძალიან ჰგავს კოჭას. ის შეიცავს ნივთიერებას სახელად Lipopolysaccharide და სწორედ მისი საშუალებით ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

კუკურმას მიღებისას იცოდეთ, რომ მკვეთრად ამცირებთ შანსს, შეგეყაროთ ხველა, სურდო და გაციება. ხოლო ამ სიმპტომების მოსახსნელი უებარი და სწრაფი საშუალება კი 1 ჩ/კ კურუმას ფხვნილში გაზავებული 1 ჭიქა თბილი რძეა. ბუნებრივი ნივთიერებები, რაც კურკუმაშია, ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხელს უშლის ღვიძლის ციროზის განვითარებასაც. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

კურკუმას გამოყენება ასევე არეგულირებს ინსულინის დონესაც და ხელს უშლის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას იმით, რომ ამცირებს ინსულინ-რეზისტენტულობას. კურკუმაში შემავალი ბე ვიტამინი სისხლის მიმოქცევის სისტემას აჯანსაღებს, გულის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს, კურკუმის ფხვნილით შეიძლება ზოგიერთი ტიპის სიმსივნის სიმპტომებთან ბრძოლაც. ართრიტი, ალცჰაიმერი, დეპრესია, წნევა, ჭარბწონიანობა, ანთებითი პროცესი - კურკუმას ამ მდგომარეობებთან გასამკლავებლადაც იყენებენ.

გიზიარებთ უმარტივეს და ძალიან სასარგებლო რეცეპტებს, რომლებშიც წამყვანი როლი კურკუმასია:

 ეს სასმელი გაცილებით უკეთ აფხიზილებს, ვიდრე - კარგი, მაგარი, ინტენსიური ყავა. დადასტურებული ფაქტია, მოწმეებიც გვყავს :) გრძელვადიან პერსპექტივაში კი სასიცოცხლო ტონუსსაც ყოველდღიურად შეგმატებთ. დაგეხმარებათ ცხოვრების ნათელიფერებით აღქმაში, დილის მხნედ დაწყებასა და სურვილების გეგმებად ქცევაში - ესეც გამოვცადეთ.

დაგვჭირდება:

250 გ წყალი

1 ჩ\კ კურკუმა

1/2 ლიმონის წვენი

1 ს/კ თაფლი

250 გ წყალში ჩავწუროთ ლიმონი, ჩავასხათ თაფლი, დავუმატოთ კურკუმა და მოვურიოთ. ნაყენი დავდგათ მთელი ღამით. დილით კარგად მოვურიოთ და უზმოზე დავლიოთ.

 

ოქროსფერი კაკაო

ზამთრის ცივი დილაა, თუ გაზაფხულის გრილი საღამო (ზოგჯერ ხომ ასეთებიც ხდება), და ცხელი სასმელი კვლავაც ჟღერს, როგორც კარგი იდეა, სცადეთ კაკაო კურკუმას ფხვნილით. ამ სასმელს შეფერილობაც ოქროსფერი აქვს და იმდენად არომატულია, რომ თვითონაც ნამდვილად ოქროს საგანძურად გადაიქცევა თქვენს ოჯახში.

დაგვჭირდება (ამდენ პორციაზე):

0.5 ლ რძე

2 ს/კ კაკაო (გირჩევთ, კაკაოც იყოს ნატურალური)

6 ს/კ შაქარი (თუ ტკბილი არ გიყვართ, დაუმატეთ თქვენივე გემოვნებით)

წამოადუღეთ, ჩამოასხით ჭიქებში, თითო პორციას მოაყარეთ 1/4 ს.კ კურკუმა და კარგად მოურიეთ. კაკაო უმალ მიიღებს ბზინვარე შეფერილობას და კურკუმას თავისებურ გემოსაც ძალიან მოიხდენს. დაუმატეთ იმდენი კურკუმა, რამდენიც რეცეპტში წერია - ბევრი კაკაოს გაგიმწარებთ.

კურკუმას ლიმონათი

ეს სასმელი კი, ცალსახად, ცხელი, მზიანი დღეების ფავორიტია. ის არა მხოლოდ აგრილებს, არამედ შიმშილის გრძნობის შემსუბუქებასაც შეძლებს.

დაგვჭირდება (ამდენ პორციაზე):

2 ფორთოხალი

½ ლიმონის წვენი

1 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი

ყინული

გავწუროთ ფორთოხალი, დავამატოთ ლიმონის წვენიცა და კურკუმაც და შემდეგ ყინულის ნატეხებთან ერთად დავაბლენდეროთ. ჭიქებში განაწილებისას შეგვიძლია ლიმონის და ფორთოხლის ნაჭრებით მოვრთოთ და ამით ციტრუსის გემო კიდევ უფრო გამოვკვეთოთ.

შენიშვნა: თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ, კურკუმასა და ციტრუსის ლიმონათი არაა რეკომენდებული. თავი შეიკავეთ მწვავე გასტრიტის, ნაწლავების ანთების დროსაც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა