პასკა სახელდახელო | ბარბარე ჯორჯაძე
08.05.2024 | 2 წუთიანი საკითხავიწინა ღამეს ნახევარ სტაქან დროჟს ერთი კოვზი ფქვილი ჩააყარეთ, გახსენით და ისე დადგით, მეორე დილით ათს კვერცხის გულში ჩაყარეთ ნახევარი სტაქანი შაქარი და გათქვიფეთ, გათეთრდეს, ცილა ცალკე გათქვიფეთ, აქაფდეს, შემდეგ ერთად აურიეთ და ის დროჟიც დაახით ზედ, დააყარეთ სტაქან-ნახევარი ფქვილი, ერთი სტაქანი ნაღები, ერთი სტაქანი გამდნარი ერბო, ერთი ლიმონის ცედრა სულ ერთად აურიეთ და დაზილეთ.
დააფარეთ, რომ ავიდეს – ფორმაში ჩაასხით, როდესაც გაიმსოს, შედგით ფეჩში.
მასალად საჭირო:
კვერცხი – ათი,
ფქვილი – სტაქან-ნახევარი,
შაქარი – ნახევარი სტაქანი დანაყილი,
ლიმონის ანაფხეკი (ცედრა),
დროჟი – ნახევარი სტაქანი,
ერბო – ერთი სტაქანი,
ნაღები – ერთი სტაქანი,
სუხარი – ორი.
______________________________
„სრული სამზარეული“ - შედგენილი კნ. ბარბარე ჯორჯაძის-მიერ. გამოცემა „სორაპანისა“. თბილისი. 1914 წ.
ილუსტრაცია: ანა გოგშელიძე