Let's Rock! | ანა კორძაია-სამადაშვილი
სიყვარული
თავისუფლება
ბედნიერება
მე მიყვარს როკი.
რაც თავი მახსოვს, როკი მესმის და ვუსმენ როკს.
მე მიყვარს ბიჭები, რომლებიც უსმენენ როკს. და როცა ამ ბიჭებთან ერთად ვუსმენდი როკს – ჯერ ვინილები იყო, მერე – ბაბინები, მერე – კასეტების ფრჩხილის ლაქით დაწებება, ფანქრით გადახვევა, play-ში გაჩხერილი ასანთის ღერები და მსგავსები – სულ ვკითხულობდით: ეს ხომ ხდებოდა სადღაც, სადღაც ხომ ახლაც ხდება, და ჩვენ სად ვართ ამ დროს, ჰა?
– ვიქნებით, – მეუბნებოდა ერთი ძალიან კარგი კაცი, – მერე, კონცერტი რომ მორჩება, მივალ ჯაგერთან და ვეტყვი: „მიკ, ამ ბნელ, უღრან და გაუვალ ABC-ს ძალიან მოსწონს შენი ხალათი“...
– პალტო, – ვუსწორებდი მე.
– რაცაა, – ხელს მიქნევდა ძალიან კარგი კაცი. – ჰოოოდა, მიკი გაიხდის და მომცემს, და მერე, რომ არ ჩაიცვა, არ იცი, რას გიზამ!
დარაბებს ვხურავდით და ვცეკვავდით, წარმოსახვით გიტარას ვუკრავდი და ვმღეროდით იმ ჩვენი ინგლისურით, რომელიც ოდესღაც The Beatle
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი