გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლევილის მამული
თეგები: #ინდიგო N19

ლევილი - დროის კაფსულა

ლევილი, საფრანგეთი, 1930-იანი წლების შუა პერიოდი. ზაფხულის ერთ კვირა დღეს, შატოში ტრადიციულ შეკრებაზე, სტუმრებს პარიზიდან და ლევილის სხვა დასახლებებიდან ელოდებიან. ლობიო დიდი ქვაბით უკვე დადგმულია, ეზოში ხილს კრეფენ, ზოგი ხის ჩრდილში სუფრას აწყობს. დიდი მაგიდა თანდათან ივსება: ღომი, სულგუნი, საცივი, მჭადი, ფხალეულობა, ტყემალი, ჯონჯოლი... ხმაურში ვიღაც ქართულ სიმღერასაც წამოიწყებს. იქვე სადღეგრძელოც ისმის: „გაისად ამ დროს – საქართველოში!". 

ეს ფრაზა და უფროსებისგან გადმოდებული აბსტრაქტული ოცნებით სავსე განწყობა, 86 წლის ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძეს ბავშვობიდან ახსოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის ქვრივი, მარო გოგიაშვილი, ნუცას ბებიის და იყო. თვითონაც ლევილის მამულის მახლობლად გაიზარდა. 5-6 წლის იყო, როცა ლევილის პირველი წვეულებები იმართებოდა, ნუცაც, თანატოლებთან ერთად, იქვე, ბაღში თამაშობდა და ეს ორმხრივი დინება – ლევილში მოწყობა-დაფუძნებითა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებით – მისი ბავშვობის ნაწილად იქცა.

„ეს ლევილის სკოლაა, აი, ეს ვარ მე. ჩინურ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა