გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კორპუსი თბილიში

მაცივარი და წიგნი

დერეფანში სიბნელეა. კარებს ინსტინქტით აგნებ. შიგნით შედიხარ. ჩამოზნექილი ბათქაშისთვის სიგარეტის შედედებულ კვამლს ბეჭები შეუყუდებია. არ ჩამოიქცევა - რაღაც კარგიც ხომ უნდა დავინახოთ. კედლები ფარატინაა. მეზობელი რომ აცემინებს, ხანდახან გავძახებ ხოლმე ნაცად ჟარგონს: "სტო ტიში". იქიდანაც შემომეპასუხებიან: "ზაიმნა, ძმა!" და კორპუსებს შორის ექო კოჭლი ძაღლივით აცაბაცა გაირბენს: აიმნაძმა, იმნაძმა, მნაძმა, ა... ვფიქრობ, რომ სწორი დალოცვაა, შემოპასუხებაც საკმაოდ სამართლიანი მეჩვენება. მაგრამ მე, ძირითადად, ეროვნულ ვალუტაში "ვილოცები" და თუ ლარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს, იძულებული გავხდები, "სტოტიში" მილიონად გადავაკეთო - ჩვენც ხალხი ვართ, ჩვენც გვინდა ცხოვრება.

და იმის გამო, რომ კედლები თხელია, ჩვენ, აქაურებს, ფრთხილი სექსი გვაქვს დამხეცებული, ე.წ. მოგუდული სექსი. არაა აუცილებელი, კარის მეზობელმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს შენი და შენი პარტნიორის ვნებისმიერი ბგერების ამპლიტუდა. საკმაოდ გავიწაფეთ ამ საქმეში, დიდი ოხერი ვინმეები გამოვდექით. შეგვიძლია, თაობები დავატრენი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა