გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მამა | თამარა, 38 წლის, გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან

თამარა, 38 წლის, გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან, ამჟამად ცხოვრობს სოფელ ხვითში (კასპის რაიონი)

1980-იანი წლების ბოლოს წითელუბანი სამასკომლიანი სოფელი იყო, კულტურის სახლიც გვქონდა და ცხრაკლასიანი საშუალო სკოლაც. საერთოდ ქართველზე და ოსზე უფრო შერეული ჯიში არ არსებობს და ჩვენს ოჯახშიც დედაჩემი ქართველია, მამა – ოსი, მაგრამ ბებია მისი მხრიდან იმერელი მყავდა. სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, ოსურად თითო-ოროლა სიტყვა თუ ვიცოდი საბავშვო ბაღიდან.

დასაწყისი კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი აჭარელი ეკომიგრანტების დროებით ჩამოსახლებას უკავშირდება. ჩემმა იმერელმა ბებიამ მაშინ წელიწად-ნახევრით 11 სულიც კი შემოასახლა სახლში, მაგრამ ხალხში პანიკა და შიში იყო, აჭარლები აქ დარჩებიან და ჩვენ სახლებს დავკარგავთო.

მაშინ 9 წლის ვარ, ტელევიზორიდან სულ იმას გადმოსცემენ, რომ მიტინგებია, ეკრანზე თოფებიანი კაცები ჩანან. ხშირად მესმის ხოლმე, უფროსები სახლში ლაპარაკობენ: რატომ მოხდა ეს ამბავი, რა დამიშავე შენ და მე როგორ უნდა დაგინდო შენ. ოსებიც აკეთებდნენ და ესენიც. ცხინვ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა