გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

მარია, 24 წლის, თბილისი

მარია, 24 წლის, თბილისი

მეგობრების რჩევით წავედი.

ადვილი რომ იყო იქ ქუჩაში გამოჩენა, ტრანსპორტით მგზავრობა, საკუთარი თავის რეალიზება – ეს უკვე ვიცოდი. სწავლაც უფრო მარტივი მეგონა, მერე სამსახურის შოვნაც. ჩასვლის დღესვე ამიხსნეს, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არაფერი ისე არ დამხვდა, როგორც მეგონა.

ჩავედი თუ არა, მივეცი პასპორტი და ჩავბარდი. მომცეს ბინა და დაზღვევა. ადვოკატმა ჩემი საქმის განხილვა დაიწყო.

სამ თვეზე მეტი ლოდინი არავის არ დასჭირვებია. რახან ტრანსგენდერი ხარ, წესით, საქმეს უფრო მალე განიხილავენ.

თვეები დავდიოდი და ველოდებოდი ინტერვიუს. საათობით რომ იდგები რიგში და არაფრით რომ წამოხვალ უკან. ყოველ ჯერზე გამწარებული ვბრუნდებოდი.

ენის კურსამდეც ვერ მივედი. სამი თვის მერე უკვე წამოსვლაზე დავიწყე ფიქრი.

დაწვრილებით

ვხვდებოდი, რომ დროს ვკარგავდი. ამ დროს, ყველა პირობას ვასრულებდი, არც ერთი წესი არ დამირღვევია, რვაჯერ მივედი ინტერვიუზე და ვერც ერთხელ ვერ შევედი. ეტყობა იმიტომ, რომ არ ვაწუხებდი სოციალს, არ ვაწყობდი სკანდალებს და არ ვდგამდი სცენებს. არ ვიცი.

შვიდი თვე გავძელი და მერე წამოვედი საქართველოში.

ნევროზი დამმართეს, წამლები დამჭირდა მერე. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა