გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მარსი

მარსის ექსპერიმენტი

„მიყვარს ამბავი, რომელსაც ვან გოგის ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“ გადმოსცემს. ამბავი პატარა, ჩაბნელებული ქალაქისა, რომლის ფანჯრებსაც ალაგ-ალაგ ანათებს გაზის მუქი ყვითელი შუქები, ზემოდან კი ტალღოვანი მოლურჯო-მომწვანო ცა გიგანტური გორგალივით დასტრიალებს“, – წერს პიტერ ბოგარდი თავის წიგნში „ღამის დასასრული – ბუნებრივი სიბნელის ძიება ხელოვნური სინათლეების ეპოქაში“. წიგნში ავტორი ნაძვის ხის სათამაშოსავით აბრჭყვიალებულ დედამიწაზე ჩაბნელებულ კუთხე-კუნჭულებს ეძებს, ანუ იმ ადგილებს, სადაც მინიმალურია „შუქის დაბინძურება“ და მკაფიოდ მოჩანს ვარსკვლავებიანი ცა.

ადამიანი დასაბამიდან ათვალიერებს, ანტიკური ხანიდან კი სწავლობს ზეცას, მაგრამ არცერთ ეპოქაში, კოსმოლოგიაში არცერთი მიღწევის შემდეგ, არ გამხდარა ამ გორგალივით დატრიალებული და ტალღოვანი მოლურჯო-მომწვანო ზეცის სიახლოვე ისე რეალური, როგორც ახლა. კოსმოსი ხელის ერთ გაწვდენაზეა. უკვე იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მოქმედება მომავლის ფილმებში ხდებოდა. გავიზარდეთ. და (ჩ)ამოვედით. ყველანი ვართ მარტი მაკფლაი ფილმიდან „უკან წარსულში“, რომელიც ვან გოგ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა