მე არ ვქმნი
პირველად გამახსენდა, უფრო სწორად, პირველად ვიპოვე მომენტი, რაღაც ვთქვა გორდონ გეკოზე. გახსოვთ „უოლ სტრიტი“? სხვების აზრი არ ვიცი, 90-იანებში, აგურისფერი პიჯაკების ხანაში, რაღაც ძალიან მომწონდა ეს კაცი. მისი სიხარბე. ცნობილი გამოსვლა სიხარბეზე. თავბრუდამხვევი, აწყვეტილი ლამაზი ცხოვრება, კაცი კოლექციონერია, ნახატებს ყიდულობს, სხვათა შორის, ოფისში ხეები უდგას. პირდაპირ საწერი მაგიდის უკან. კადრში ხშირად ხვდება.
„ვიღაცამ გამახსენა, როგორ ვამბობდი 80-იანებში, რომ სიხარბე კარგი რამეა“, – ახალ „უოლ სტრიტში“ ამბობს. „ახლა სიხარბე კანონიერია“, მერე, რამდენიღაც წლის თავზე ამბობს ციხიდან გამოსული გეკო, მეორე „უოლ სტრიტში“.
ზუსტად ვერ ვამბობ, რამდენი პროცენტით მომწონდა გორდონ გეკო. გეკო, რომელიც ამბობდა – „მე არ ვქმნი, მე ვფლობ“, და ხალხი, რომელმაც ცხოვრებას ხარისხი ვერ გაუგო, ექსტაზშია.
გეკოს მასშტაბი აქვს, გეკო ნიჭიერია, გეკოს ახალგაზრდები აინტერესებს (გეცნობათ?), პატარა ბად ფოქსებს მისით ექსტატური აღფრთოვანება სჭირთ. დიდი, მაცდუნებელი ინსტინქტი ფეთქავს ამ კაცში. ნადირობს