მეორადი მიწა | ჭიათურა
14.11.2022Ზემო იმერეთის სოფლებში პირველად მანგანუმის მოსაპოვებლად მაღარომ საუკუნის წინ გაიარა. Საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ყველაფერი გაჩერდა. Მიწაში დამარხულ “შავ ოქროს” კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ორიათასიანების დასაწყისში. ახლა Მანგანუმს მოიპოვებენ მიწის ქვეშ და ზემოთაც, ღია კარიერული წესით.
ჭიათურელებისთვის საკუთარ ეზოში დამარხული მადანი ერთადერთი იმედია უკეთესი ცხოვრებისთვის. ამიტომაც თხრიან საკუთარი სახლის გარშემო, იღებენ ყანას, ვენახსა, თუ ხეხილს. Რისკავენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, შეიძლება ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ არის ჯეკპოტის მოგების შანსიც, თუ არა და იმდენი მაინც დარჩებათ, ზამთარში თავის გასატანად პროდუქტები იყიდონ
ავტორი: ლევან ადამია