გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მერაბ ნინიძე
თეგები: #წიგნი

მერაბ ნინიძის ხუთი რჩეული ტექსტი

01. თამაში ჭვავის ყანაში / ჯერომ სელინჯერი                                     

ასე ნამდვილად დაწერილი მოზარდობის განცდა არავისთან წამიკითხავს. ამ წიგნში ორ კითხვაზე იპოვით პასუხს – როგორია გყავდეს ოჯახი, რომელიც სასჯელად გევლინება, და საკუთარ თავთან მუდმივად მარტო იყო. წაიკითხეთ, მხოლოდ კარგი თარგმანით.

02. ვეფხისტყაოსანი / შოთა რუსთაველი                          

სკოლაში ცუდ დროს და ცუდად გასწავლიან, 6 წლის წინ რეალურად პირველად წავიკითხე ტანჯვის – სკოლის საზეპიროების – გარეშე და ყველა სიტყვა თავიდან შემიყვარდა. წესით, თქვენთვისაც ასე იქნება.

03. შიმშილი / კნუტ ჰამსუნი                                                   

შიმშილს და სექსს აზავებს, ეს ძალიან საინტერესო კომბინაციაა. მთავარ გმირს სულ შია და სულ ვიღაც ქალს დასდევს, შიმშილს მიჰყავს დელირიუმამდე, ისე რომ ექსტაზში ვარდება. ჰამსუნი და ნორდიკული მისტიკა საერთოდ ძალიან მომწონს, სულ ეიფორიაში არიან მისი გმირები.

04. Guerrilla Gardening /  რიჩარდ რეინოლდსი                                             

წიგნი ხელოვნებასა და მწვანე მოძრაობას შორის, ძალიან შთამბეჭდავი ბოტანიკური მანიფესტია.

05. ნარნიის ქრონიკები ‒ ლომი, კუდიანი და კარადა“/ კლაივ ლუისი            

პირველი ნაწილი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი. ერთი შეხედვით, ბიჭის და გოგოს მეგობრობაზეა, შეპარვით კი მასში ძალიან დიდი ჰუმანიზმია ჩადებული. ყველა მხრივ ჯადოსნური წიგნია.

 

P.S. რაინერ მარია რილკე, პაბლო ნერუდა, ვაჟა-ფშაველა, პაოლო იაშვილი – ტრივიალურია, მაგრამ პოეზია აკეთილშობილებს. რელიგიაა ჩემთვის, მის ფუნქციას ასრულებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა