ლინდა მარია ბაროსი | პოეზია
ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს
ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს.
ქალის სხეული იმისთვისაა შექმნილი, რომ შიგ შეაღწიონ.
კაცები ყოველდღიურად პოულობენ
ნებისმიერ საშუალებას
იქ შესაღწევად,
და იქიდან გამოსაღწევად.
მხოლოდ ენის და
ფიქრების ამოხრახნა უჭირთ ცოტა.
ამ ნერვულ გზააბნეულობაში, პოეტიც კი იტყვის,
რომ იმ ფორმებს შორის, რომელსაც კაცი ფლობს,
ქვა ყველაზე ნაკლებად გამძლეა.
იმსხვრევა.
საყოველთაოდ ცნობილია – ქალის მუცელი
ზეცისაკენ