გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიტოვებული ბოსტან-ქალაქი

რუსთავში შვიდი წლის წინ ჩამოვედი. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს ხალხი კომუნიზმში აშენებულ ბეტონის ბლოკებში დღეს. მე პრაღაში დავიბადე, მაშინ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში. ორი წელი ვცხოვრობდი ლიოტკაზე, უბანში, რომელიც ძალიან ჰგავს დიდ დიღომს ‒ ისიც ქალაქის გასასვლელშია, მარტო მანქანით ან ავტობუსით თუ მიხვალ. მეტრო არ არის. ეგეთ ადგილებში, ფოტოებს რაღაცნაირი სიურრეალისტური განწყობა აქვს, რომლითაც განსაკუთრებით იხიბლებიან ისინი, ვისაც არასდროს უცხოვრია იქ.

შვეიცარიაში 12 წელი ვმუშაობდი ქარხანაში. როცა ხურავდნენ, მომცეს უფლება, შიგნით ფოტოები გადამეღო. საქართველოშიც, პირველ რიგში, ქარხნების გადასაღებად ჩამოვედი. მაგრამ არცერთხელ არ მომცეს უფლება.

მეტალურგიელი მუშები მინდოდა გამეცნო, ვინც დღესაც იქ მუშაობს, მაგრამ ერიდებიან ფოტოგრაფსა და ჟურნალისტთან შეხვედრას.

აზოტის ქარხანამ სამას ორმოცდაათი მუშა გაუშვა სამი წლის წინ სამსახურიდან. მინდოდა, მათთვის სამუშაო გარემოსა და კულტურაზე, რუტინაზე, ტრამვებზე მეკითხა. ჩვენთან, შვეიცარიაში, ქარხნებში საფეხბურთო, ჭადრაკის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა