"მკვდარი სულები" სუფრასთან
შესავლის ნაცვლად მსუქნების და გამხდრების დახასიათებით დავიწყებ, რომელიც ამ დიდი რომანის შესავალშივე გვხვდება.
გოგოლის სიტყვით, მსუქნებს უკეთ ეხერხებათ თავიანთი საქმეების მოგვარება, ვიდრე გამხდრებს. გამხდრები მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებენ, ან უბრალოდ სადღაც ირიცხებიან და ლაქუცში ატარებენ ცხოვრებას. მათი არსებობა მსუბუქია და არასაიმედო. მსუქნები კი, თუკი სადმე ადგილს დაიკავებენ, მხოლოდ საიმედოს, რათა მყარად და დიდხანს ისხდნენ. გამხდარი სამ წელიწადში ყველაფერს ლომბარდში ჩააბარებს, მსუქანს კი საქმეები კარგად მისდის. ხან სახლს შეიძენს ცოლის სახელზე, ხანაც სოფელს შეისყიდის. რომანში მსუქნებიც გვხვდებიან და გამხდრებიც და გოგოლი ორივეს მადას, სოციალური მდგომარეობის მიხედვით, დეტალურად აღწერს. იგი სხვანაირადაც აჯგუფებს ადამიანებს, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კი რომანის მთავარი გმირის, ჩიჩიკოვის ქვეჯგუფია. მათ ავტორი შურით უყურებს და ეს შური, პირველ რიგში, ჭამის მადას უკავშირდება.
ერთხელ ჩიჩიკოვი სადილად ერთ ტრაქტირთან, გნებავთ, სამიკიტნოსთან ჩერდება. იგი იმ პეტერბურ