მოედანი ქალაქის ცენტრში
22.04.2019 | 4 წუთიანი საკითხავიადრე, მე-19 საუკუნის დასასრულისკენ და ახალი საუკუნის დასაწყისში, გმირთა მოედნის ადგილას ბაღები ყოფილა. ბაღებში დუქნების სახელებად გაფანტული სიტყვები იყო:
ფანტაზია
ედემი
რასსვეტი
ნე უეზჟაი გალუბჩიკ მოი.
ქალაქის კიდეზე, გასასვლელთან ამ სიტყვებით ხვდებოდნენ და აცილებდნენ ქალაქელები მგზავრებს.
ქალაქი რომ წიგნი იყოს, ეს სიტყვები ყდაზე ეწერებოდა სათაურად.
ქალაქი რომ წიგნი იყოს, ვინ იქნებოდნენ ამ წიგნის მთავარი გმირები?
გმირი: ანტიკური (ბერძნ. ჰეროს) ძველ ბერძნულ რელიგიასა და მითოლოგიაში ლეგენდარული ბელადები ან გოლიათები ნახევრად ღვთაებრივი ბუნებისა. წარმოედგინათ როგორც შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ადამიანთა მფარველები, ბერძნ. ქალაქებისა და სახელმწიფოების დამაარსებლები, კანონიერი წესრიგის დამფუძნებლები. გმირული საქმეებისათვის ღმერთებმა მათ უკვდავება მიანიჭეს. ჰომეროსის გმირები თითქმის ყველა გამოჩე