მომავალი მერის ფანჯრიდან
23.08.2017 | 5 წუთიანი საკითხავიიცოდით თუ არა, რომ თბილისის მერიას 2011 წელს 19-წლიანი კონტრაქტი გაუფორმებია სატრანსპორტო კომპანიასთან, რომლის თანახმადაც ქალაქ თბილისში 2031 წლამდე ტრანსპორტის წამყვანი ჯიში იქნება მიკროავტობუსი? მარშრუტკა. 2031 წლამდე. მერიამ. გააფორმა.
რამდენჯერაც „2031“-ის დაწერა გახდა საჭირო და ამ წინადადებამდე ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ იყო, ინსტინქტურად ვწერ „2013“-ს. იმიტომ რომ 2013 ძალიან შორსაა. აჰა, კიდე „2013“ დავწერე. 2013 კი არა, 2031 წელია შორს. 2013 უკვე იყო და ის ერთ წელიწადში დადგა მას შემდეგ, რაც 2012-ში მერიამ სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც 2031 წლამდე თბილისში ტრანსპორტების კორლეონე იქნება მარშრუტკა. 2031 წლამდე. თბილისში. მარშრუტკა.
2031 წელზე პირველი მარსის მისია გამახსენდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასამ დააანონსა. წარმოიდგინეთ, 2030-იან წლებში რამდენიმე ასტრონავტი მარსზე იგულავებს, ჩვენთან კი, საკრებულოსთან ან მერიასთან, ნატა ფერაძე ყვითელ მარშრუტკას გაუწვება წინ და კატეგორიულად მოითხოვს, რომ გადაიხედოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.