გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მთა, მიწა და ჭიათურა | გიორგი ყოლბაიას ფოტოგალერეა

ჭიათურა ცხოვრობს რთულ ცხოვრებას - მაღაროელების გაღარიბებული ქალაქი ცდილობს იპოვოს ადგილი ახალ მოცემულობაში, სადაც ერთი კომპანია და მისი გადაწყვეტილებები განაპირობებენ ქალაქის და რაიონის კეთილდღეობას. აქ არასდროს წყდება მადნის მოპოვება, არასდროს ჩერდება ბურღი და ვიღაცა ყოველთვის შრომობს.

მდგომარეობა არაა სახარბიელო შემოგარენ სოფლებში. ყველაზე მეტი ბოლო დროს შუქრუთის შესახებ გავიგეთ, რომლის მოსახლეების პროტესტიც თბილისამდე ჩამოვიდა. სოფლებში პრობლემაა ღია კარიერული წესით მოპოვება, ანუ მდგომარეობა როცა პირდაპირ ვინმეს ეზოში შეიძლება დაიწყონ მიწის დამუშავება და მადნის ძიება, ყანები გადათხარონ, საძირკველი გამოაცალონ სახლებს.

ჭიათურა და მისი შემოგარენი სოფლები ინდიგოს ფოკუსში ერთი თვის წინ მოექცა. მაშინ, მაღაროელების ქალაქში თამარ ბაბუაძე და გიორგი ყოლბაია გაემგზავრნენ. თამარ ბაბუაძის სტატიათა სერია “ოქროზე დასახლებულნი” სამ ნაწილად უკვე გამოქვეყნდა ჩვენს საიტზე. ახლა კი, გიორგი ყოლბაიას ფოტოებს გთავაზობთ, სადაც ფოტოგრაფი ცდილობს დაინახოს როგორ ცხოვრობს ჭიათურა ღია თუ დახურული მოპოვების, გაუჩერებელი შახტების და მუდმივი პროტესტების პარალელურად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა