გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რაინჰოლდ მესნერი
თეგები: #სპორტი

მთა – სრული განუკითხაობა. შეხვედრა რაინჰოლდ მესნერთან

რაინჰოლდ მესნერი პირველი მთამსვლელია, ვინც მეწყვილესთან, პეტერ ჰაბელერთან ერთად, ჟანგბადის გარეშე შეძლო ევერესტზე ასვლა, რაც მანამდე ადამიანისათვის შეუძლებელ რამედ იყო მიჩნეული. ის აგრეთვე პირველია, ვინც თოთხმეტივე რვაათასიან მწვერვალზე მოახერხა ასვლა.

იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში, მესნერის მთამსვლელობის მუზეუმში კვირაში ერთხელ ცეცხლს ანთებენ. მის წინ ჯდება რაინჰოლდ მესნერი და ამბების მოყოლას იწყებს. ამბების, რომლებიც შეეხება მთას, მთამსვლელობას, ყოფიერებას, ადამიანს, სამყაროს და სხვა უმნიშვნელო საკითხებს. ახლა ის თბილისშია, ჩემ წინ ზის, სხვა ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს და საქართველოს შესახებ აგროვებს ამბებს, რათა შემდეგ სხვას უამბოს; ისევე, როგორც მე მოგიყვებით ახლა იმას, რაც მისგან მოვისმინე.

მიუხედავად იმისა, რომ მესნერი დიდებული სპორტსმენია, ის მთამსვლელობას უბრალო სპორტად არ განიხილავს. მისთვის მთასთან ურთიერთობა უფრო ღრმა კულტურული საკითხია. მთა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მოსე კანონებს იღე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა