გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საფერფლე ნამწვით

მწეველთა კომუნიზმი | მლადენ დოლარი

ეძღვნებათ დომინიკსა და ოქსანას

მლადენ დოლარი (1951) – სლოვენიელი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, სლავოი ჟიჟეკთან და რასტკო მოჩნიკთან ერთად ლუბლიანის ფსიქოანალიტიკური სკოლის ფუძემდებელი.

ქვემო მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენთან ადამიანთა ჯგუფი იკრიბება. შესასვლელიდან სათანადო დისტანციას ერთგულად დარაჯობს დაცვის მკაცრი წევრი, რომელიც არწივის ბასრი მზერითა და სერიოზული საქმით დაკავებული კაცის გამომეტყველებით ზომავს, დაცულია თუ არა საჭირო მანძილი. შესასვლელთან თავმოყრილი საზოგადოება ძირითადად ამ ცათამბჯენში განლაგებული ოფისების თანამშრომლებისგან შედგება, მაგრამ მათ გარდა არიან ტურისტებიც და, როგორც ჩანს, უსახლკაროებიც. ამ მცირე თავყრილობის მიზანი მოწევაა. ჯგუფი არაერთგვაროვანია: ოფისის თანამშრომლები ოფიციალურად გამოწყობილან, ადვილია მათი წარმოდგენა ფინანსური კაპიტალის შუაგულ მორევში. მათგან განსხვავებით, ტურისტებს არაოფიციალური, ფერადი სამოსი მოსავთ; ქალაქის ღირს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა