მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმე | ეთერ თურაძე
22.01.2025„სად არის უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც გამოდის უმაღლესი თანამდებობის პირი ერთი, მეორე, მესამე და ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დამნაშავეა.“
- ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი, რომლითაც ის საკუთარ წინასწარ პატიმრობას ასაჩივრებდა. 2024 წლის 11 იანვარს მან პოლიციელს სილა გააწნა, ბრალი კი პოლიციელზე თავდასხმისთვის წაუყენეს - მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.