ნარკოტიკები და კულტურა | პიერ პაოლო პაზოლინი
11.08.2017რატომ იღებენ ნარკოტიკებს? ეს შეუძლებელია მესმოდეს, მაგრამ შემიძლია ჩემებურად ავხსნა. ნარკოტიკებს იღებენ კულტურის ნაკლებობის გამო.
სწორად რომ იქნას გაგებული, მე ვლაპარაკობ უმეტესობაზე და ამით საშუალოსტატისტიკურ ნარკომომხმარებელზე. ნათელია, რომ მას, ვინც ნარკოტიკებს მიმართავს, სიცარიელის ამოვსება, დანაკლისის კომპენსაცია სურს, რომელიც თავგზას უბნევს და აფრთხობს. ნარკოტიკები მაგიის ჩანაცვლებაა. პრიმიტიულ ხალხებს მუდამ აფრთხობს ეს შინაგანი სიცარიელე – ერნესტო დე მარტინო ამას „მეს დაკარგვის შიშს“ უწოდებს – და პრიმიტიულებიც ავსებენ მას. ისინი თავს აფარებენ მაგიას, ამ სიცარიელეს რომ გააგებინებს და აუვსებს.
თანამედროვე სამყარომ, განმანათლებლობის, მეცნიერების, ტექნიკის, კომფორტის, კეთილდღეობის, პროდუქციისა და მომხმარებლობის პირველი ეიფორიების შემდეგ, გაუცხოებული ადამიანი საკუთარ თავს მიანდო და აქედან მოყოლებული ისევე ატერორებს მას, როგორც პრიმიტივებს მეს დაკარგვის განცდა.
სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვიღებთ ნარკოტიკებს: მე, რამდენადაც ამისი განსჯა შემიძლია, ფილმების კეთებით,