გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნების დაბრუნება

ადამიანებს, რომლებსაც ფსიქო-სოციალური და ინტელექტუალური შეზღუდვა აქვთ, დიდი ხანი ქმედუუნაროებს ეძახდნენ. ქმედუუნარობა ნიშნავდა სამოქალაქო სიკვდილს.

ვერც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, ვერც საკუთარ ქონებას განკარგავდნენ, ვერაფერს იყიდდნენ, ან გაყიდდნენ, ვერ შექმნიდნენ ოჯახს, ვერ გაზრდიდნენ შვილებს, საკუთარ მკურნალობაზეც კი არავინ ჰკითხავდა აზრს.

2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ, ნების ჩანაცვლება არაკონსტიტუციურად სცნო და მეურვეობა გააუქმა. ასე დაიწყო რეფორმა, რომელსაც ასეულობით ადამიანებისთვის ნება უნდა დაებრუნებინა. საკუთარი ნების გამოხატვაში ახლა ადამიანის მხარდამჭერი ეხმარება. სტატუსი მეურვე აღარ არსებობს.

ადამიანს მხარდამჭერი სასამართლოს გზით ენიშნება. შეფასება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხდება. შექმნილია მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც შედიან: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი. 
მათი ძირითადი ამოცანაა ადამიანის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა: მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, რა სფეროებში სჭირდება მას დახმარება. 

რეფორმის შემდეგაც კი, ათასობით ადამიანი კვლავ დახურულ ინსტიტუციებში განაგრძობს ცხოვრებას.
საეჭვოა, რეალურად მათაც დაიბრუნეს თუ არა სამოქალაქო უფლებები და არჩევანის თავისუფლება. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა