გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნილ გეიმანი - „სასაფლაოს წიგნი"

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი
ყდა: კრის რიდელი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2016 

ოჯახის ყველა წევრი მოკლულია, ჩვილის გარდა. მკვლელობიდან ცოტა ხანში, ბიჭუნა საწოლიდან ძვრება, ეზოს ხოხვით გაივლის და ახლომახლო გორაკზე, სასაფლაოს ჭიშკართან შეჩერდება. ეს ვინია, იგივე არა-ვინ.

ობოლ ბიჭს მოჩვენებები შვილად აიყვანენ. მას სასაფლაოზე ზრდიან, განათლებასაც იქვე იღებს, განსწავლული მოჩვენებებისგან უჩინმაჩინობას და სხვების ოცნებების გადაწყობას სწავლობს. ცოტა ხნით საჯარო სკოლაშიც კი ივლის, მაგრამ არაფერი გამოუვა – „ჩვეულებრივ“ ბავშვებთან მეგობრობა არ აეწყობა, ვინის შეყვარებულს კი მშობლები ბოლოს მაინც არწმუნებენ, რომ ის მისი გამოგონილია. მოკლედ, დაჩაგრული და გარიყული ისევ სასაფლაოს დაუბრუნდება. ამ დროს, ბიჭის ოჯახის მკვლელს მისია დასასრულებელი აქვს – ვინიც უნდა მოკლას...

თანამედროვე ბრიტანელი ავტორის, ნილ გეიმანის „სასაფლაოს წიგნი“ 2008 წელს გამოვიდა და დღეს უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელია. კრიტიკოსებმა ის საუკეთესო საბავშვო ფენტეზად აღიარეს.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა