სიკეთის დაკითხვა | ბერტოლტ ბრეხტი
წინ გამოდი: ჩვენ გაგვიგია
რომ შენ კარგი ადამიანი ხარ.
შენ ვერ მოგისყიდიან,
მაგრამ ვერც ელვას მოისყიდიან,
რომელიც შენს სახლს დაეცემა.
შენ ყოველთვის შენს ნათქვამზე დგახარ.
მაგრამ რას წარმოადგენს ეს ნათქვამი?
შენ პატიოსანი ხარ, ამბობ შენს აზრს.
რომელ აზრს?
შენ მამაცი ხარ.
ვის წინაღმდეგ?
შენ ბრძენი ხარ.
ვისთვის?
შენ არ ზრუნავ საკუთარ პირად სარგებელზე.
მაშ ვის სარგებელზე ზრუნავ?
შენ კარგი მეგობარი ხარ?
ხარ კი ამავდროულად კარგი ადამიანების კარგი მეგობარი?
გაიგე ჩვენი: ჩვენ ვიცით შენ ჩვენი მტერი ხარ.
ამიტომ ჩვენ ახლა კედელთან დაგაყენებთ.
მაგრამ ვითვალისწინებთ რა შენს დამსახურებებს და დადებით თვისებებს,
ჩვენ კარგ კედელთან დაგაყენებთ და დაგხვრეტთ
კარგი ტყვიებით კარგი იარაღიდან და დაგმარხავთ
კარგი ნიჩბით კარგ მიწაში.
ავტორი ბერტოლტ ბრეხტი
კითხულობს ნინო ლომაძე
ნაძრახი კაცი | ნინო ლომაძე
...მახსოვს, პირველად ბერტოლდ ბრეხტის ამ ლექსს რომ გადავეყარე, ისევ მამაჩემზე ვიფიქრე, მინდოდა, მისთვის წამეკითხა, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია. მინდოდა, ამ ლექსით მეთქვა, რომ მეც მეშინოდა...
- ნაწყვეტი ნინო ლომაძის ტექსტიდან „ნაძრახი კაცი”
გირჩევთ
