ნეკროლოგი ქამელეონზე | გია ხადური
„მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ,
იმიტომ, რომ მშიშარა ვარ“
- დევიდ ბოუი
ალბათ 1982 წელი იდგა. ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში „ხმის ჩამწერ სტუდიაში“ დევიდ ბოუის უკანასკნელი ალბომის კასეტაზე ჩაწერა ვითხოვე. შეკვეთის მიმღებმა, რა თქმა უნდა, მელომანმა, ეჭვის თვალით ამომხედა და მკითხა, მოსმენილი მქონდა თუ არა საერთოდ ბოუი. როცა ჩემს გათვითცნობიერებულებაში დარწმუნდა, უკმაყოფილომ ზურგი შემაქცია. გამიკვირდა ეს უდიერი დამოკიდებულება. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რა იყო მისი გაღიზიანების მიზეზი – არ ესიამოვნა „უცხო სხეულის“ შეჭრა იმ კონტროვერსიულ სამყაროში, რომელში ყოფნის პრივილეგიაც მხოლოდ ბოუის მუსიკასთან განდობილებს ჰქონდათ. თითქოს, ის მხოლოდ მათი მონაპოვარი იყო. მე კი, რიგით მოკვდავ მოზარდს, არ მქონდა ბოუის ორდენის წევრობის უფლება.
დევიდ ბოუის სიკვდილით თითქოს ადამიანთა მოდგმამ საკუთარი მეს, საკუთა