ორი გაქცევა „რკინის ფარდის“ მიღმა
12.04.20201933 წელს კრემლში, ბერლინიდან სპეციალური დიპლომატიური პაკეტი მივიდა ამხ. სტალინის სახელზე. პაკეტში კონვერტი იდო, კონვერტში – პარტბილეთი N3217, ზედ კი ეწერა:
– „შეიკვეხე უკან“.
1933 წლის ზაფხულში, საქართველოს სსრ ნომინალური „პრეზიდენტის“ – სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ძველი ბოლშევიკის – კირილე კაკაბაძის გერმანიაში „გაქცევამ“ დიდი თავსატეხი გაუჩინა საბჭოთა კავშირის უშიშროების მანქანასა და პროპაგანდის სამსახურს.
მართალია, „გაქცევების“ სერია კაკაბაძით არ დაწყებულა, თუმცა ამ რანგის პარტიული მუშაკის, თანაც ბელადის თანამემამულის დემონსტრაციული არდაბრუნება საინტერესო სიგნალი იყო დასავლეთისთვის.
საბჭოეთის მოქალაქე კომუნისტი ჩინოვნიკების ევროპაში დარჩენა, სამშობლოში არდაბრუნების პირველი დიდი ტალღა 1927-1928 წლებში დაიწყო – კომპარტიაში მომხდარი განხეთქილების შედეგად „ტროცკისტებსა“ და „სტალინელებს“ შორის გაჩაღებული ოპოზიციური ბრძოლის პერიოდში. ამ უკანასკნელთა ტრიუმფის შემდეგ, გამარჯვებულებმა, „ტროცკისტების“ წმენდის მიზნით, სა