პირველად | ვიდეოესე
12.08.2024 | 5 წუთიანი საკითხავისამი ათწლეული და მეტია, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს და ბევრი რამ ხდება ჩვენთან პირველად.
წელს პირველად ვიტირეთ ახალი კანონის გამო.
პირველად პროტესტი იყო იუმორი. მიმები, ხუმრობები - განწყობა, როცა დავცინით და ვიცინით სწორედ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვამძიმებს.
არაფერი იგეგმებოდა წინასწარ და პროტესტი იყო სპონტანური.
პროტესტი იყო დგომა, სიარული, სეირნობა. პროტესტს არ სჭირდებოდა ორგანიზება და რომ პროტესტი იყო თავისთავადი.
პროტესტს ჰქონდა ფლეილისტი - მსუბუქი, ბუნებრივი და გულწრფელი და სიმღერა იყო პროტესტი.
პირველად იყო, რომ ზუსტად ვიცოდით, რას და როგორ ვაპროტესტებით, დარბევისას სად და როგორ ვიდგებოდით, გაზით დამწვარ თვალებს რომ წყალი არ შველის, ოდენ - ფიზიოლოგიური.
და პროტესტი იყო ზრუნვა.
პირველად იყო პროტესტი ამდენად გაშლილი და ერთიანი.
პირველად ბოლო ზარი და აღდგომის ღამე იყო, როგორც პროტესტი.
ახალია ენა, რომელიც გაუგებარია;
ფასადებს მოდებული სიმბოლოები, რომელთაც ვერ გაშიფრავ;
სლენგი - აუხსნელი და რთულად შესაღწევი.
თაობა, ცოტას მთქმელი, მაგრამ ჯიუტი;
ახალია იუმორი, რომელზეც არ ეცინებათ;
ფერები, რომელსაც ვერ ხედავენ;
და პროტესტი, რომელიც სულ იყო და რომელიც ახალი არაა, ბეიბ.
ვიდეო: გვანცა ნადიბაიძე
ტექსტი: გიორგი ყორღანაშვილი
ხმა: საბა სორდია
დრონის კადრები: გიორგი ბულისკერია