გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #შრომა

პირველი პირველი მაისი | გიორგი ჭკადუა

ნაწყვეტი სტატიიდან: „მთელი ქალაქის მუშა და ხელოსანი ხალხი ფეხზედ სდგას“
სტატია სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში


მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ნიშნავდა არა მხოლოდ საქართველოში მუშების მდგომარეობის გაპროტესტებას, არამედ საერთაშორისო მოძრაობაში ჩაბმას, რომელიც ევროპაში უკვე მძლავრობდა და თავის თავში სოციალისტურ იდეებსაც მოიაზრებდა. მოგონებების მიხედვით, 1898 წელს პირველმაისობას 35 კაცი ესწრებოდა. 1899-ში – 75. 1900 წელს კი რაოდენობა 500-600 კაცამდე გაიზარდა.

ყველაზე მასშტაბური პირველმაისობა 1901 წლის 18 აპრილისთვის დაიგეგმა. მუშების მხრიდან მთავარი ორგანიზატორები არაქელა ოქუაშვილი და ზაქარია ჩოდრიშვილი იყვნენ. მათ სურდათ, რომ კალენდრულად ევროპის პირველ მაისს დამთხვეოდნენ და 18 აპრილზეც ამიტომ შეჯერდნენ. თუმცა, დემონსტრაციისთვის ადგილის ასარჩევად ქალაქში გასულებს პოლიციელებით სავსე ქუჩები დახვდათ. სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ მხედრები და იუნკრები. დიდი ალბათობით, გაცემულები იყვნენ. თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა