გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Placebo / ბრაიანი

Placebo 20 წლისაა, როგორ შეიცვალეთ ამ ხნის განმავლობაში?

ჩვენ მუშაობა პრეინტერნეტეპოქამდე დავიწყეთ და მოვესწარით ინტერნეტის აფეთქებას, სმარტფონების შექმნას, მერე იყო ფაილების გაზიარება, ახლა უკვე სტრიმინგი გვაქვს; ყველაფერი საოცრად აჩქარებულია... თითქმის ექსპონენციურ დონეზე.

ალბომი რომ აღარ იყიდება? ახლა ხომ ყველაფერი ონლაინაა?

ადრე ტურნეებში ალბომის პოპულარიზაციისთვის მივდიოდით, ახლა პირიქით, ალბომი აკეთებს ტურნეს პრომოუშენს. თავის გასატანად ნამდვილად უფრო მეტი ტურნეს მოწყობა გვიწევს. მაგრამ რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რასაც ვერ აკონტროლებ? რაც არის, ეს არის!

ბრაიან, ამერიკული ჯგუფი Sonic Youth თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო იყო კარიერის დასაწყისში, რამ მოგხიბლათ ასე ძალიან?

თავიდან 60-იანი წლების ბოლო პერიოდის ფსიქოდელიური მუსიკით ვიყავი გატაცებული, მაგრამ როდესაც Sonic Youth-ს პირველად მოვუსმინე, სრულიად ახალი სამყარო გაიხსნა. ელექტროგიტარის დისონანსურობა და ატონალურობა ძალიან ლამაზი რამე იყო, რომელიც აუცილებლად უნდა ამეთვისებინა!

როდესაც ბაზარი ხელოვნების სრულ კომერციალიზაციას ცდილობს, რჩება ადგილი ინდი მუსიკისთვის?

არტისტების ნაწილი მშვენივრად იყენებს ინტერნეტს კომერციისთვის. ადრე მსხვილ ლეიბლებს პატარა დამოუკიდებელი სტუდიები უწევდნენ კონკურენციას, ახლა ეს ადგილი ინტერნეტმა დაიკავა. დღეს უამრავი ახალი ნიშა გაჩნდა და ალბათ სწორედ აქ არის ინდი მუსიკის ნამდვილი სული.

შეუძლია მუსიკას რეალური ცვლილებები გამოიწვიოს, თუ ეს მითია?

ნებისმიერი ხელოვნება პოლიტიკური განაცხადია. ეს განასხვავებს მას გართობის ინდუსტრიისგან, რომელიც რეალობისგან გაქცევისთვის იქმნება. ცხადია, ხელოვნებას აქვს პოტენციალი ცვლილებებისთვის ბიძგი გახდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა პოლიტიკურ არტს აკეთებს. ყველაზე მაგარი რამე ხელოვნებაში, აბსოლუტური თავისუფლებაა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა